დეიან სტენსერი სლოვენელ და ყაზახ მეწარმეებთან ერთად გახლავთ ყაზახურ-სლოვენური ბიზნეს კლუბის (KSBC) დამფუძნებელი.
5 წლის განმავლობაში ბატონი დეიანი იკავებდა ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას, ხოლო დღეს ორგანიზაციის პრეზიდენტია.
დეიან სტენსერს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში მრჩევლის პოზიციაზე მუშაობის შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს. მისი ორგანიზებით ჩამოყალიბდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სლოვენური და საერთაშორისო ეკონომიკური დელეგაცია ყაზახეთში. დელეგაცია კურირებდა სმარტ ქალაქებისა და რეგიონების გადაწყვეტის საკითხს.
KSBC დღეს Kazakh Invest-ის რეგიონული წარმომადგენლობაა ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბატონი დეიანი კი მისი თავმჯდომარე. ინიციატივის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მყარი ბიზნესურთიერთობებისა და საინვესტიციო პოტენციალის ჩამოყალიბებას, გააძლიეროს ადგილობრივი ეკონომიკა, ამასთანავე, შექმნას დასაქმების ახალი პერსპექტივები.