გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი

 

„ბიზნეს მდგრადობა – 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულება“

 

„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი” წარმოადგენს „საქმიან ქალთა გაერთიანების“  და “საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის”   ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელიც უკვე მეორე წელია თბილისში იმართება.

ფორუმი აერთიანებს საერთაშორისო დონის სპიკერებს მთელი მსოფლიოდან. ღონისძიებაზე შეხვდებით ტოპ მენეჯერებს,  მეწარმეებს, მრავალი წარმატებული ორგანიზაციის დამფუძნებლებსა და პოტენციური ინვესტორებს.

„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის“ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს პოტენციალის და საინვესტიციო შესაძლებლობების წარდგენა, საქმიანი ადამიანების წრის გაფართოება, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება.

2017 წლის ღონისძიების ფარგლებში ღონისძიებამ უმასპინძლა  200-მდე დელეგატს 17 ქვეყნიდან. „გლობალურ ბიზნეს ფორუმში” აქტიურად ჩაერთვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მერია და საკრებულო. ფორუმის  წარმატებით ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანა სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო პალატების მხარდაჭერამ.

5-6 ოქტომბერს, სასტუმრო ბილტმორში ტარდება მეორე გლობალური ბიზნესისა და უკვე ინვესტირების ფორუმი, რომელიც მასპინძლობს 300-ზე მეტ საქმიან ადამიანს/დელეგატს როგორც საქართველოდან ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფორუმს დაესწრებიან სხვადასხვა ორგანიზაციების დამფუძნებლები, დირექტორები, ტოპ-მენეჯერები და სხვა მმართველი რგოლის წარმომადგენლები.

 


გთხოვთ ყველა ველი შეავსოთ სწორად