მირელა სულა

მირელა სულა

„ფენიქს გლობალის“ აღმასრულებელი ხელმძღვანელი და აშშ-ს „გლობალური გავლენა აფრიკაზე“ დამფუძნებელი, ფლორიდა, აშშ

მირელა სულა ბოლო 20 წლის განმავლობაში მოღვაწეობს მედიისა და განათლების დარგში და აქვს მომხსენებლად მუშაობის გამოცდილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი სამუშაო სფერო მოიცავს: ფსიქოლოგიას, კონსულტაციას, ჟურნალისტიკას, სწავლებას, ტრენინგებს, ქალთა უფლებებსა და მედია ტრენინგს. მირელა გახლავთ ჟურნალ Global Woman- ისა და Global Woman Club- ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ბოლო პერიოდში იგი გახდა “The Business Woman Today”-ის მფლობელი, რომელიც წარმოადგენს ბიზნესში ჩართული ქალებისათვის განკუთვნილ ექსკლუზიურ ონლაინ ქსელს. მირელა ასევე არის Global Woman Summit-ისა და Global Woman Awards-ის ორგანიზატორი. იგი მიწვეული იყო London Live TV-ში, BBC Radio 4 Women’s Hours-ში, Sky TV-სა და Channel 5-ში, აგრეთვე მასზე წერდნენ “Evening Standard”-ი და “The Guardian”-ი.

ჟურნალ Global Woman-ისათვის მირელამ შეიმუშავა პროექტი სახელწოდებით „ფენომენალური გლობალური ქალი“, რომლის ფორმატის ფარგლებშიც წინასწარ შერჩეული ათი გავლენიანი ქალი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოგზაურობს ჰოლივუდში და სიტყვით გამოდიან საკმაოდ მასშტაბურ კონფერენციაზე. ასევე გადაიღეს “ფენომენალური გლობალური ქალის შოუ”, რომელიც PBS TV-ეს ეთერში 2018 წლის მაისში გავა.

ამჟამად მირელა ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხს ეუფლება ლონდონის რეგენტის უნივერსიტეტში. იგი აგრეთვე გახლავთ რამდენიმე წიგნის ავტორი. მისი უკანასკნელი ბესტსელერი იყო „არ გაუშვა ხელიდან შენი გონება“, რომელიც ასევე გამოქვეყნდა ამერიკასა და თურქეთში.

მირელამ 17 სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოაყალიბა ქალთა კლუბები, დაეხმარა ასობით ქალს თავიანთი პოტენციალის აღმოჩენაში, მიზნების დასახვასა და ოცნებების ასრულებაში.

მან ასევე შექმნა „მიგრანტ ქალთა საუბრები“, იდეალური პლატფორმა, რომელიც იწვევს ქალებს, რათა უცნობ ქვეყანაში ცხოვრების ისტორიები და გამოცდილება გაუზიარონ საზოგადოებას.

მირელას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო თავისი საქმიანობისთვის, მათ შორის “Inspirational Award for Women 2015” ადამიანთა უფლებების დაცვისთვის, “Best Up-And-Coming Inspirational Influencer”-ის ჯილდო Best You-სგან 2017 წელს და “Universum Donna Award 2017”-ი შვეიცარიის უნივერსუმ აკადემიისგან. მისი ნაწარმოები „არ გაუშვა ხელიდან შენი გონება“ 2016 წელს Author’s Awards-ის მიერ დასახელდა წლის საუკეთესო წიგნად, ხოლო მისი ახალი წიგნი, “წარმატებისთვის ბრძოლა”, რომელიც 50 მიგრანტი ქალის შთამაგონებელ ისტორიებს ეფუძნება, 11 დეკემბერს გამოჩნდა ლონდონის პარლამენტში. 2017 წლის დეკემბერში მირელამ მიიღო „წლის მეწარმის ჯილდო“ Wealth Dragons-ისგან, და წარმატებული წელი დაასრულა იმით, რომ OOOM 100-ის მსოფლიოს ყველაზე შთამაგონებელი ადამიანების სიაში მოხვდა. 26 აპრილს ლოს-ანჯელესში მირელას “Diplomats Diversity”-ის გალა დაჯილდოების ცერემონიაზე “The Orbits”-ის ჯილდო მიანიჭეს.

მირელა აქტიურად ლობირებს ქალთა გაძლიერებას მსოფლიოში და ყოველთვის მხარს უჭერს ქალთა ჩართულობას, მრავალფეროვნებას, გენდერულ ბალანსსა და მომავალ თაობას. მისი მისიაა, გლობალური მოძრაობის შექმნა ქალთა მომავლის გასაუმჯობესებლად, ემხრობა ეკონომიკურად ძლიერი ქალის როლს მსოფლიოში. იგი წლების განმავლობაში დაგროვილ პირად გამოცდილებას იყენებს სწავლებისა და ლიდერობის სფეროში, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შთააგონოს ქალები, მისცეს მათ მოტივაცია და მათთან მუშაობით დაეხმაროს თავიანთ კარიერაში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებასა ცხოვრების სტილის რადიკალურად შეცვლაში. მირელას მიზანია 2020 წლისთვის “Global Woman Club”-ში გააერთიანოს ერთი მილიონი ქალი მეწარმე.


გთხოვთ ყველა ველი შეავსოთ სწორად