„ჯასტინა მიუთეილის ფონდის“ პრეზიდენტი,
POSITIVE RUNWAY-ის დამფუძნებელი,
WINTRADE Week London-ის თანადამფუძნებელი და პარტნიორი
მისი აღმატებულება დოქტორი ჯასტინა მიუთეილი მსოფლიოს მასშტაბით აღიარეს, როგორც აფრიკული წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და შთამბეჭდავი ქალი. 2012 წელს მას მიანიჭეს პრესტიჟული ტიტული – „წლის აფრიკელი ქალი“; როგორც წესი, ამ ტიტულით ჯილდოვდებიან აფრიკელი პრეზიდენტები და სახელმწიფოს მეთაურები. დოქტორი მიუთეილი გახლავთ აფრიკის კეთილი ნების ელჩი და „დიდებულთა გლობალური ორდენისა“ და „სამეფო ბიოგრაფიული ინსტიტუტის“ გამორჩეული წევრი. იგი შევიდა მსოფლიოს 100 ყველაზე ცნობილ აფრიკელთა სიაში; აგრეთვე დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აფრო-ამერიკელად დიდ ბრიტანეთში. ამასთანავე, ჯასტინა მიუთეილი გამოჩნდა „100+ შავკანიანთა დიდების ხეივანზე“, ეს გახლავთ თანამედროვე ბრიტანეთის 100 ყველაზე გამოჩენილ შავკანიანთა მიღწევების გამოფენა.
დოქტორი მიუთეილი არის „ჯასტინა მიუთეილის ფონდის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, აგრეთვე WINTRADE Week-ის თანადამფუძნებელი და პარტნიორი, რომელიც წარმოადგენს ვაჭრობის, ბიზნესისა და წარმოების სფეროში ჩართული ქალების ერთგვარ გლობალურ თავყრილობას. გარდა ამისა, დოქტორი მიუთეილი გახლავთ POSITIVE RUNWAY-ის დამფუძნებელი, აივ/შიდსის გავრცელების პრევენციის გლობალური პლატფორმა. დოქტორი მიუთეილი მსოფლიო ლიდერთა ფორუმის მრჩეველთა საბჭოს წევრია; აგრეთე, იგი გახლავთ გლობალური დესპანი და წარმომადგენელი ქალთა საერთაშორისო ფედერაციის გენდერულ თანასწორობის საკითხებში. იგი არის თანაავტორი წიგნისა „ქალები კორპორაციულ საბჭოებში: საერთაშორისო პერსპექტივა“. საკუთარი ორგანიზაციის დაარსებამდე, ჯასტინა მიუთეილი მუშაობდა თანამეგობრობის სამდივნოს გენდერული საკითხების დეპარტამენტში, რომელიც გენდერულ თანასწორობას, გენდერულ ბალანსსა და ქალებისა და გოგონების გაძლიერებას ითვალისწინებს.
საკუთარი ფონდის მეშვეობით, დოქტორი მიუთეილი მხარს უჭერს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გენდერული თანასწორობა, ქალთა გაძლიერება, ქალების ჩართულობა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საქმიანობაში, მათ შორის ვაჭრობაში, ბიზნესსა და წარმოებაში; სწორედ ამ მიზნით ატარებს ტრენინგებს ლიდერობის მიმართულებით. ჯასტინ მიუთეილი ასევე ეხმარება აფრიკის სოფლად მცხოვრებ, ახალგაზრდა ქალებს ხელმოკლე ოჯახებიდან სტიპენდიების მოპოვებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა მიიღონ უმაღლესი განათლება.
დოქტორი მიუთეილი შესულია უამრავ გავლენიან ჩამონათვალში, მათ შორის აღსანიშნავია “WHO’s WHO” და მსოფლიოს სხვა გავლენიანი სიები. მიუთეილს აფასებენ გამორჩეული ლიდერული თვისებების გამო და აღიარებენ, როგორც სახელმწიფო მოხელესთან გათანაბრებულ პირს. მის ტიტულებს შორისაა: „წლის მსოფლიო ლიდერი ქალი“ და „ათწლეულის ლიდერი ქალის სიმბოლო“. მან აგრეთვე მიიღო ღირსების მსოფლიო მუშაკის, აფრიკის კეთილი ნების ელჩის, მშვიდობის ელჩისა და მშვიდობის მისიონერის წოდებები. ჯასტინა მიუთეილი როგორც დიდი ბრიტანეთში, ისე მთელ მსოფლიოში ემსახურება სხვადასხვა ორგანიზაციას პრეზიდენტის, საპატიო წევრის, ელჩის, რწმუნებულის, მრჩევლის, საბჭოს დირექტორის, კონსულტანტისა და მენტორის რანგში. www.justinamutale.com