ორგანიზატორები

გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი

„ბიზნეს მდგრადობა – 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულება“

„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი” წარმოადგენს “საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის” და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელიც უკვე მეორე წელია თბილისში იმართება.

 საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა შექმნილია, რათა ერთმანეთთან დააკავშიროს წარმატებული ადამიანები აზიისა და აფრიკის კონტინენტებიდან. GAACC წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც არის იდეალური პლატფორმა საკუთარი გამოცდილების სხვადასხვა ბიზნესოპერატორებთან გასაზიარებლად. ორგანიზაციის უმთავრესი მიზანია ბიზნესის სექტორში ჩართული ადამიანების დახმარება და მომავალი განვითარება.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.gaacc.ge

 “საქმიან ქალთა გაერთიანების” წევრი ქალბატონები სხვადასხვა ქვეყნიდან უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებას და ირჩევენ სწორ გზას ბიზნესის განვითარებისთვის. ორგანიზაცია მიზნად ისახავს გამხნევებას, მოტივაციას და მხარდაჭერას იმ ბიზნესში ჩართული ქალბატონებისა, რომლებიც უკვე წარმატებულები არიან ან მათი ვინც ამ გზას ახლა დაადგა.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ubl.ge


გთხოვთ ყველა ველი შეავსოთ სწორად