
პარტნიორი და ლიდერი „მდგრადობისა და კლიმატის ცვლილების დარგში, საკონსულტაციო ფირმა Thinkthrough
დიპანკარი არის სეზონური მდგრადობის პროფესიონალი სპეციალისტი, რომელსაც აქვს 30 წლიანი მულტიდისციპლინური და მულტისექტორული გამოცდილება გარემოს დაცვითი სერვისების, მდგრადობისა და ადამიანური რესურსების განვითარების, კლიმატის ცვლილების, ნახშირის ბაზრის, ბუნების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, რესურსების ეფექტურობის, მდგრადი ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის საკითხებში.
დიპანკარი უძღვება საკმაოდ მასშტაბურ პროექტებს როგორც ინდოეთში, ისე საერთაშორისო დონეზე, მისი გუნდი კი დაკომპლექტებულია მრავალეთნიკური პროფესიონალებით.
ის მჭიდროდ თანამშრომლობს ისეთი ტიპის ინდუსტრიებთან, რომელთა საქმიანობაც მოიცავს შემდეგ სფეროებს: ნავთობისა და გაზის მოპოვება, ენერგიის გამოყენება, ავტომატიზირებული სისტემების დამზადება, რკინისა და ფოლადის მოპოვება, ბიოსაწვავის წარმოება, ტრანსპორტირება, მშენებლობა, კომუნიკაცია და სხვა. ასევე მუშაობდა სამთავრობო და მულტიდაფინანსებულ ინსტიტუციებთან. წარსულში ის იყო EY-ის პარტნიორი და ხელმძღვანელობდა ამავე კომპანიის კლიმატის ცვლილებისა და მდგრადობის სერვისებს ინდოეთის ჩრდილოეთ რეგიონში. იგი ასევე იყო კლიმატის ცვლილებებსა და მდგრადობაზე პასუხისმგებელ მრჩეველთა გუნდის წევრი და მუშაობდა ამ სერვისების განვითარებაზე ინდოეთში. მოგვიანებით დიპანკარი გახლდათ ლიდერი EY-ის მდგრადობის სერვისების MENA-ს რეგიონში და მიზნად ისახავდა დანერგილი პრაქტიკის გაფართოებას.