ევროპის იურისტი ქალების ასოციაციის საბჭოს პრეზიდენტი
PANDA GMBH-ის მრჩეველთა საბჭოს არააღმასრულებელი წევრი
კატრინა მილერი გახლავთ გამოცდილი იურისტი, რომელიც მოღვაწეობს გერმანიასა და ესპანეთში. მან 2004 და 2006 წლებში მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის აკადემიური ხარისხები გრაიფსვალდის უნივერსიტეტში. 2007 წელს კი ლუქსემბურგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებმა მიანიჭეს ევროპული სამართლის მაგისტრის წოდება. 2015 წელს ქალბატონმა მილერმა გაიარა პროგრამა სახელწოდებით „ლიდერობა და ქალები“ მადრიდში მდებარე „ესპანეთის ბიზნესსკოლა ალიტერში“, ხოლო 2016 წელს „ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის“ სკოლისგან გადაეცა პროგრამის „კორპორაციულ საბჭოებში მუშაობისთვის საჭირო სტრატეგიული უნარები ქალებისთვის“ დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ქალბატონი კატრინა გახლავთ 15 წლიანი გამოცდილების მქონე იურისტი ადამიანთა უფლებების მიმართლებით. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა ევროკავშირის სასამართლოსა და რამდენიმე იურიდიულ კომპანიაში.
კატრინა მილერი არის ერთ-ერთი იურიდიული ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და Paridad en Acción-ის აქციონერი და აქტივისტ-ინიციატორი. აგრეთვე არის TELEFONICA-ს ბიზნესპანელის წევრი, საინვესტიციო ფონდ KOKORO-ს დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი და PANDA GMBH-ის დამოუკიდებელი დირექტორი.
ქალბატონი კატრინა გახლავთ ვენაში მდებარე „ევროპული სამართლის ინსტიტუტის“ საბჭოს წევრი და ბრიუსელში მდებარე „ევროპის იურისტი ქალების ასოციაციის საბჭოს“ პრეზიდენტი.
ამჟამად კატრინა აქტიურად თანამშრომლობს რამდენიმე ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებთან და ეხმარება მათ აქტუალური პრობლემების გადაჭრასა და მოწინავე ტენდენციების დანერგვაში. იგი ქმნის პირობებს ფუნდამენტური თანამშრომლობისთვის და მხარს უჭერს W20/G20-ის ისეთ პრინციპებს, როგორებიცაა: ქალების აქტიური შრომითი და ფინანსური ჩართულობა ქვეყნების განვითარებაში, მდგრადი განვითარების ძირითადი მიზნები და ევროკავშირის ქალების უფლებების გაძლიერების ხელშეწყობა. კატრინა მილერის საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ შესულია 2017 წელს გამოცემული წიგნის „გენდერული მრავალფეროვნება ფორუმზე“ პირველ ტომში.