ქეთევან ბოჭორიშვილი

ქეთევან ბოჭორიშვილი – ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე; თბილისი, საქართველო

„ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე. აქვს 17 წლიანი გამოცდილება მენეჯმენტში, მათ შორის შვიდი წელი საქართველოს საჯარო სექტორში აღმასრულებელ პოზიციაზე. აღსანიშნავია მისი წარმატებული მუშაობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დემოკრატიული გზით არჩეული ორი მთავრობის სხვადასხვა ხელმძღვანელობის პერიოდში. მნიშვნელოვანია მისი წვლილი ეკონომიკის განვითარებაში, კერძოდ: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში, მცირე და საშუალო ბიზნესის, ექსპორტის, ტურიზმის განვითარებაში, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო სარეკლამო კამპანიების გზით.

 

ქ. ნ ქეთევანმა მიიღო  მაგისტრის ხარისხი საჯარო მენეჯმენტში ბოკონის მენეჯმენტის სკოლაში (მილანი, იტალია). ხოლო ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო კონფლიქტების გადაჭრის სფეროში, მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. საერთაშორისო გამოცდილების მოპოვებაში და სამეწარმეო უნარების განვითარებაში ქ. ნ ქეთევანს დაეხმარა სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა ისეთ წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში როგორებიცაა: ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი (ა.შ.შ), იაკოკკას ინსიტუტი(ა.შ.შ) და კარლის უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა).


გთხოვთ ყველა ველი შეავსოთ სწორად