საკონსულტაციო ფირმა Thinkthrough-ის პარტნიორი გლობალური მენეჯმენტის საკითხებში
პარულ სონის მიერ ჩატარებული სტრატეგიული ლიდერობის კურსი 20 წლიან გამოცდილებას ეფუძნება.
თავისი მრავალფეროვანი გამოცდილების წყალობით მდგრადი განვითარებისა და CSR პასუხისმგებლობის კუთხით, იგი უძღვება ძირითად პროგრამებს მრავალსექტორული პარტნიორობისა და ინსტიტუციური ქსელის, ინკლუზიური საზოგადოების მონაწილეობით, სოციალური პასუხისმგებლობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით. მას შეაქვს წვლილი ისეთ საკვანძო ადამიანური ინდიკატორების გაუმჯობესებასა და გამდიდრებაში, როგორიცაა ბავშვთა უფლებები და გენდერული თანასწორობა. პარულ სონი იყო მდგრადობისა და განვითარების სტრატეგიებისა და მთავარი პროგრამების კოორდინატორი.
WEConnect International-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრის ამპლუაში, პარულ სონი აქტიურად უწყოს ხელს ქალ მეწარმეებს და ეხმარება მათ საბაზრო შესაძლებლობების მოძიებაში. ამ კუთხით მის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მიღწევად ითვლება 109 ქალთა ასოციაციის გაერთიანება ThinkBig-ის ქვეშ, რომელიც წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და მათი მეწარმეობის ხელშეწყობის უმსხვილეს პლატფორმას მთელ აზიაში.