ლარისა ბეტ მილერი

 

„ფენიქს გლობალის“ აღმასრულებელი ხელმძღვანელი და აშშ-ს „გლობალური გავლენა აფრიკაზე“ დამფუძნებელი

 

ლარისა მილერმა შეისწავლა ინგლისური ენა და პოლიტიკის მეცნიერება რატგერსის უნივერსიტეტში (ნიუ-ჯერსი, აშშ). სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა პენსილვანიის შტატის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შემდეგ კი მოღვაწეობდა პენსილვანიის სამთავრობო სექტორში, საჯარო პოლიტიკის მიმართულებით. ბოლო რამდენიმე წელი ლარისა მილერი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თანამშრომლობდა აბუ-დაბის ერთ-ერთ გავლენიან ოჯახთან და იკავებდა ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციას. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს მდგრადი განვითარება წარმოადგენდა; აგრეთე ხელმძღვანელობდა საკმაოდ მსხვილ არაკომერციულ ფონდს, რომელიც დაკავებული იყო ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში განთავსებულ ლტოლვილთა ბანაკებში ბავშვების დახმარებით და ხელს უწყობდა ახალგაზრდებს განათლების მიღებაში.

 

ამჟამად ლარისა მილერი გახლავთ „ფენიქს გლობალის“ აღმასრულებელი ხელმძღვანელი. ეს არის ბიზნესსაკონსულტაციო ფირმა, სათავო ოფისით აშშ-ში, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ინფრასტრუქტურული თუ ბიზნესგანვითარების შესაძლებლობების მოძიებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „ფენიქს გლობალი“ თანამშრომლობს კომპანიებთან, ფონდებთან, არაკომერციულ თუ სამთავრობო სააგენტოებთან მთელ მსოფლიოში. ორგანიზაციის ფუნქცია-მოვალეობებია: მდგრადი ბიზნესის დაგეგმვა და განვითარება, მარკეტინგული სტრატეგიებისა და მსხვილი ბიზნესპროექტების შემუშავება, რეპუტაციული მენეჯმენტი, მდგრადობის ანგარიშგების შედგენა, ბაზრის ანალიზი და სხვ. გარდა ამისა, ლარისა მილერი არის დამფუძნებელი არაკომერციული ორგანიზაციისა „გლობალური გავლენა აფრიკაზე“, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს  აფრიკის კონტინენტზე განათლების, სწავლებისა და მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ხელშეწყობა.


გთხოვთ ყველა ველი შეავსოთ სწორად