ბექარ მიქაბერიძე

ბექარ მიქაბერიძე დაიბადა 1982 წლის 8 იანვარს. მისი მოღვაწეობა ჩინეთში 2002 წლიდან იწყება, როდესაც ჩააბარა ჩინეთში, თიენძინის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ჩინურენოვან სპეციალობაზე.
2006 წელს, ასევე თიენძინის უნივერსიტეტში, განაგრძო სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
- 2008 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ ქალაქ შანხაიში “Import – Export Si Fu“-ს ხელმძღვანელად იქნა არჩეული.
- 2010 წელს გამართულ “EXPO 2010”-ზე ხელმძღვანელობდა ქართულ პავილიონს.
- 2011 წლიდან დააარსა კომპანია Tangbei Limited, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს იმპორტ-ექსპორტის საქმიანობა. მან ასევე დაარსა სატრანსპორტო კომპანია “GUANGZHOU XINFUYU INTERNATIONAL TRADING Co.,Ltd.”.
- 2017 წლიდან საკუთარი ბრენდის ქვეშ – “Venakhi Wine” ახორციელებს ქართული ღვინისა და ლიმონათის ექსპორტს ჩინეთში.
- 2018 წელს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ არჩეული იქნა ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენლად.
- 2018 წელს დაარსა არასამთავრობო ორგანიცაცია ,,სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი”, რომლის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: იმპორტი, ექსპორტი, წარმოება, ტურიზმი, მედია, ახალი ტექნოლოგიური პროდუქციის გამოგონება და მისი ხელშეწყობა, Duty Free მაღაზიები, რომლებშიც ნატურალური ქართული პროდუქტებია წარმოდგენილი.